„ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში არჩევნების ჩატარება არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.
„ჩვენი გუნდი არის შეთანხმების ერთგული და მხარდაჭერა ექნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში არ არის არჩევნების ჩატარება და სხვა მიზნები აქვთ, „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ იძულებული გახდნენ ფასილიტატორების განცხადებების გამო და მძიმედ დაუჯდებოდათ არ მონაწილეობა.
დარწმუნებული ვარ, დღეს პირველი მოსმენით ინიციატივას მივიღებთ, შემდეგ რა მოხდება ვნახოთ. პირობა იყო ის, რომ კონსტიტუციურ ცვლილებას განვახორციელებდით და მართლმსაჯულება იქნებოდა თავისუფალი. ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ კენჭისყრაში არმონაწილეობისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება. ჩვენ ვართ შეთანხმების ერთგული და ინიციატივას ქართული ოცნების სრული მხარდაჭერა იქნება,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.











