„გაგეცინებათ, ახლა რომ მნახოთ, საკანში ჩონჩხი დაბარბაცებს“,- ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელ Instagram-ზე წერს.
„გაგეცინებათ, ახლა რომ მნახოთ, საკანში ჩონჩხი დაბარბაცებს. ახლა ჩემით იმ ბავშვების შეშინება შეიძლება, რომლებიც საჭმლის ჭამაზე უარს აცხადებენ: მაშენკა, თუ ფაფას არ შეჭამ, იმ ძიას დაემსგავსები, დიდი ყურებით, თავის ქალაზე გადაკრული ტყავითა და ჩაღრმავებული თვალებით, – არა დედა, არა, მე ყველაფერს შევჭამ და დამატებასაც მოვითხოვ.
გამეცინა, როდესაც წავიკითხე ციტატები, რომ კალიუმის ისეთი დონით, რომელიც ჩემს ანალიზებშია, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო. მაგრამ არა, მე ასე ადვილად ვერ წამიყვანთ. „ნოვიჩოკის“ შემდეგ არც კალიუმის არ მეშინია.
წუხელ ჩემთან ადვოკატი შემოვარდა ზუსტად 5 წუთით და მიამბო თქვენი დიდი მხარდაჭერის შესახებ. რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც. ეს მომენტი ძალიან ძვირფასი იყო. დიდი მადლობა თქვენ. ისეთებისთვის, როგორიც მე ვარ, რომელსაც არაფერი აქვს წყლიანი ჭიქის გარდა, იმედი და საკუთარი გადაწყვეტილებების რწმენა ძალიან ბევრს ნიშნავს. ასეა რუსეთშიც და მსოფლიოშიც, ციხეშიც და თავისუფლებაზეც. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ეს რთული არაა, მაგრამ უსამართლობისა და უკანონობის წინააღმდეგ უკეთესი იარაღი არ არსებობს“,- წერს ნავალნი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს.











