ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა. 3% ფიქრობს, რომ ვირუსი საერთოდ არ არსებობს.
მოსახლეობის 13%-ის აზრით, კორონავირუსი ბუნებრივად გაჩნდა და 22% მიიჩნევს, რომ ვირუსი ლაბორატორიაშია შექმნილი და შემთხვევით გავრცელდა.












