2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება დააკვირდეს არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსურველებს პროცესზე დაკვირვება ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით ექნებათ.
“ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმები 3700-ზე მეტი საარჩევნო უბნიდან შემოვა.შემაჯამებელი ოქმი საჯაროდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის”,- აღნიშნავენ ცესკ-ში











