fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდება

12:43 May 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კანადაში ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას კანადაში საქართველოს საელჩო „ფეისბუქში“ ავრცელებს.

 

ამასთან, საელჩოს ცნობით, დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც.

 

„კანადაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შემზღუდავი ზომების გათვალისწინებით, წელს ვერ ხერხდება ოტავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფიზიკური მიღების გამართვა, ამიტომ, საელჩომ, კანადელ პარტნიორებთან ერთად, დაგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც კანადაში საქართველოს ეროვნული დღის ღირსეულად აღნიშვნის საშუალებას მოგვცემს:

 

26 მაისს, ოტავას დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდება. კანადის მხარის ეს გადაწყვეტილება ემყარება ჩვენს საელჩოსა და ნიაგარას რეგიონს შორის ჩამოყალიბებულ ახლო საქმიან ურთიერთობებს.

 

2019 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა ნიაგარას კოლეჯის ღვინის ინსტიტუტთან: ინსტიტუტის უნიკალურ საცდელ ვენახს გასულ წლებში საფერავისა და ჩინურის ჯიშის ვაზი დაემატა. ინსტიტუტს საჩუქრად შევუძინეთ ქართული ქვევრი, რომლის მეშვეობითაც კანადელი სტუდენტები პრაქტიკულად შეისწავლიან ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს.

 

წელს დაგეგმილი იყო ღვინის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დიდი ჯგუფის საქართველოში ვიზიტი, რომელიც კანადაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთანავე შედგება. ნიაგარას ჩანჩქერის საქართველოს დროშის ფერებში განათებას საელჩო თავის Facebook-ის გვერდზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით გააშუქებს;

 

26 მაისს, კანადის დედაქალაქის ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართება საქართველოს დროშა;

 

25 მაისს, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია პირველად გაიმართება კანადის ყველაზე დიდ ქალაქში – ტორონტოში. დროშა ტორონტოს მერიის თავზე აიწევა;

 

პირველ ივნისს ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული „აფხაზის ბოტანიკური ბაღის“ დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის, კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა. ამ ჩოხის ასლი საელჩომ საკუთარი სახსრებით დაამზადებინა ქართულ კომპანიას „სამოსელი პირველი“. გამოფენა 25 მაისს უნდა გახსნილიყო, თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ივნისის დასაწყისისთვის გადაიდო“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: აშშ საელჩოდამოუკიდებლობის დღენიაგარას ჩანჩქერი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო – აშშ-ს საელჩო

December 18, 2021
760
საზოგადოება

როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია – კელი დეგნანი

July 17, 2021
800
საზოგადოება

ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს – აშშ-ის საელჩო 

July 11, 2021
802

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია