BBC-ის ინფორმაციით, ნიგერიაში, ზამფარას შტატში სკოლიდან 300 გოგონა გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეიარაღებული ბანდები გამოსასყიდის მოთხოვნით, სკოლებიდან ბავშვებს იტაცებენ.
ნიგერიის პრეზიდენტის, მუჰამედუ ბუჰარის განცხადებით, ადმინისტრაცია ბანდიტებს არ დაემორჩილება.
“ადმინისტრაცია არ დაემორჩილება ბანდიტებს, რომლებიც უდანაშაულო სკოლის მოსწავლეებს იტაცებენ და გამოსასყიდად უზარმაზარ თანხებს ასახელებენ,” – განაცხადა ნიგერიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, ნიგერიის ერთ-ერთ სკოლიდან 42 ადამიანი, მათ შორის 27 მოსწავლე გაიტაცეს. თავდასხმას ერთი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, გატაცებულები ჯერჯერობით არ გაუთავისუფლებიათ.
გასული წლის დეკემბერში კი ათობით შეიარაღებულმა პირმა ნიგერიის ქალაქ კანკარაში მდებარე სკოლიდან 344 მოსწავლე გაიტაცეს. გატაცებულები 6 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.










