„ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატს მოუწევს სახელმწიფოსთვის ბოდიშის მოხდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
„შეცდომაში გაჯიუტება იცის იმან, რაც ახლა „ქართულ ოცნებას“ სჭირს. „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატს მოუწევს ჩემთვის არა, არამედ ამ სახელმწიფოსთვის ბოდიშის მოხდა. იმიტომ რომ ეს ხალხი, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე იყვნენ წარმოდგენილი, არ არიან დამოუკიდებელი ადამიანები.
რატომ არ შეუშვეს ადვოკატები, რისი უფლებაც ჰქონდათ მათ. მათი სურვილი ასეთია, რომ დაიჭირონ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. ეს ხომ არ არის რიგითი ამბავი. არ დაუშვეს ადვოკატები იმიტომ რომ კითხვები დაისმებოდა და პროკურორი პასუხს ვერ გასცემდა“, – აცხადებს ნიკა მელია.
პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.










