მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის ძალისა და სიცოცხლის მიმცემი და დღევანდელ უმძიმეს რეალობაში ჩვენი მთავარი დევიზიც სწორედ ილიას ეს სიტყვებია: მოძრაობა და მოძრაობა, – ამ სიტყვებით დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ახალი გუნდის პრეზენტაცია.
ნიკა მელიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე პარტიის ახალი სახეები წარადგინა, მათ შორის არიან:
ბარბარა ჯიმელი სულაშვილი – საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით შვეიცარიელი, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს;
რეზო ჩომახიძე – ყოფილი წყალბურთელი და ეკონომიკური სფეროს სპეციალისტი;
ანა გოგოლაძე – საჯარო მმართველობის მაგისტრი;
სოფო ჯაფარიძე – ლექტორი, იმუშავებს ჯანდაცვის მიმართულებაზე ;
ნონა მამულაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი;
ზვიად ქვლივიძე – ევროპული ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი;
გიორგი თარგამაძე – ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი;
მანუჩარ ახალაია – სამართალმცოდნეობის მაგისტრი;
გიორგი ჩალაძე – იურისტი, მედიატორი;
ნიკა ობოლაძე – იურისტი
ბაჩო დოლიძე – პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი;
გიორგი ხვედელიანი – პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი.











