უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრებით მიხეილ სააკაშვილი შიდაკონკურენტს ჩამოიშორებს.
მისი განმარტებით, ეს ყველაფერი პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი გეგმაა.
„ეს არისი პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის გეგმა. თუ ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდება, სააკაშვილი ორ კურდღელს იჭერს. პირველი, შიდაკონკურენტს იშორებს და ასევე ეყოლება ე.წ. გმირი მისი გათვლით, რომლითაც ააღელვებს საზოგადოებას, მაგრამ ეს საზოგადოება ხომ აზროვნებს, შესაბამისად პოლიტიკური კრიზისი არის სააკაშვილის მიზანი, ჩვენი მიზანია სტაბილიზაცია და განვითარება ქვეყანაში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.
პროკურატურამ პარალმენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი გირაოს არ გადაიხდის და არც სასამართლოში აპირებს მისვლას.
უკვე მეორედ! პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა











