„ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდება ერთი ფარსი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის იყო პოლიტიკური პატიმარი“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, მეორე საკითხი კვლავ რჩება ამნისტიის პროექტი, რომელიც 20 ივნისს ეხება.
„თუმცა, არ დასრულდება მეორე საკითხი, რომელიც ეხება 20 ივნისს და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეფასებებს. ამიტომ არის ამნისტია საჭირო, არა ნიკა მელიასთვის, არამედ იმისთვის, რომ დასრულდეს 20 ივნისის, როგორც პოლარიზების ინსტრუმენტად გამოყენება და წინ გავიხედოთ. ეს არის ამნისტია და გვინდა, ეს ინსტრუმენტი განვახორციელოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გადასცა.
ნიკა მელიას გათავისუფლებას რამდენიმე საათში ელოდებიან.











