„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომ მას გირაოს სახით სინამდვილეში გავრილოვის ხარკი აქვს გადასახდელი.
„ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი. ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის ვალი არ გვაქვს და ხარკსაც არავის გადავუხდით. საქართველოს პოლიციამ კი გადაწყვიტოს ვის მხარესაა გავრილოვის თუ საკუთარი ხალხის“ ,- წერს უგულავა „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს.











