„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მელია პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნლაისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მე დღეს გამოვცხადდები გენერალურ პროკურატურაში, ვინაიდან ნიკა მელიაა დაბარებული. თუმცაღა, ის მისვლას არ აპირებს. გამოვცხადდები და სამართლებრივ პროცედურებს გავივლი. ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთოს მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის რომ ნიკა მელია პარლამენტის წევრია და მის დასაპატიმრებლად ხელახლა უნდა გაიარონ პროცედურა, რაც ყველამ ერთხელ უკვე ძალიან კარგად ვიხილეთ“,- აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.
ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.
რა მოხდება ერთ კვირაში, თუ ნიკა მელია გირაოს თანხას არ გადაიხდის










