ძველი სიმღერის გადამღერებასთან გვაქვს საქმე – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ნიკა მელის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მომავალი კვირიდან ბრძოლა კონკრეტული გეგმით დაიწყება.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ნიკა მელია და გიორგი გახარია ქვეყნის ისტორიაში შევიდნენ, როგორც ერთ პლატფორმაზე მდგარი ადამიანები.
„ძალადობაზე გველაპარაკება ადამიანი, რომელიც პოლიციელებზე რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობდა, ვგულისხმობ იმას, როდესაც შტურმი ჰქონდა მოწყობილი პარლამენტის წინ. მთელი მისი პარტიის მოღვაწეობა არის მოძალადე პოლიტიკური პარტიის მოღვაწეობა. მისი ნიანგის ცრემლების თავის თანაპარტიელებსაც აღარ სჯერათ, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ რევანში მათი შინაგანი მოთხოვნილებაა, მისი მორიგი ბაქი-ბუქი და ბრალდებები არაფრის მომცემი და აღქმადი არაა ჩვენს საზოგადოებაში. სამწუხაროა, რომ ნიკა მელია და გიორგი გახარია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევიდნენ როგორც ერთ პლატფორმაზე მდგარი ადამიანები”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.











