fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნიკა მელიას ვურჩევ, თავი აარიდოს გარეთ გამოსვლას – დავით ბაქრაძე

15:11 February 19, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
855
ნახვა

“ჩემი რჩევა ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, რომ ვიდრე ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას და ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლობას”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როცა ასე უყურებს დღევანდელი „ოცნების“ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს, ამიტომ ჩემი რჩევა ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, რომ სანამ ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას, თავი აარიდოს ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლობას და ნუ მივცემთ შანსს ხელისუფლებას, რომ ამ შემთხვევაში და ამ საქმეში, სადაც თავიდან ბოლომდე მტყუანია, მიაღწიოს ისეთ გამარჯვებას, რომელიც შემდეგ ქვეყანაში მოიტანს კიდევ დაპირისპირებას და დაძაბულობის მორიგ ტალღას,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში არსებობს მოვლენების განვითარების ორი სცენარი და პირველი, გულისხმობს მეტ აგრესიას და დღევანდელი კრიზისის მეტად გაღრმავებას. ბაქრაძის თქმით, მოვლენების ამ სცენარით განვითარება „ქართულ ოცნებას“ სურს.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არის გზა, რომელიც დაღუპვამდე მიიყვანს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დააზიანებს ქართულ სახელმწიფოსაც, ამიტომ თუ „ქართული ოცნების“ რადიკალური ჯგუფი მზად არის, რომ საკუთარ სკამებს და საკუთარი ძალაუფლების ხიბლს გადააყოლოს ქართული სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების მომავალი, ეს იქნება მათი არჩევანი, რომელიც, პირველ რიგში, ამ ჯგუფს და „ქართულ ოცნებას“ დაასრულებს.

მეორე გზა არის დიალოგის გზა, გზა იმისკენ, რომ მოვძებნოთ საერთო წერტილები და მოვძებნოთ ამ კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალი და ეს მშვიდობიანი გზა გადის ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, ახალ არჩევნებზე და ვითარების დამშვიდებაზე. ეს არის გზა, რომელსაც ირჩევს ოპოზიცია. ჩვენი ამოცანა არ არის კონფრონტაცია, ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა, დღესვე მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელჩების მონაწილეობით, დღესვე დავიწყოთ საუბარი იმ კრიზისიდან გამოსავალზე, რომელშიც „ქართული ოცნების“ რადიკალებმა შეგვიყვანეს ყველა ერთად,“- განაცხადა ბაქრაძემ.

თეგები: დავით ბაქრაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პასუხი შს მინისტრის, ისევე, როგორც პრემიერის განცხადებებზე, არის ერთი, ეს არის გადადგომა – დავით ბაქრაძე

July 18, 2021
772
პოლიტიკა

მმართველი გუნდი საკუთარი ინტერესის გასატარებლად არაფრად მიიჩნევს ვენეციის კომისიას და ევროპელ პარტნიორებს – დავით ბაქრაძე

June 10, 2021
776
პოლიტიკა

ჭორია, რომ გახარიას კეზერაშვილი აფინანსებს – დავით ბაქრაძე

June 3, 2021
792

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია