“მე ადვოკატი ვარ და ნიკას ნაცვლად ვერანაირ ოქმს ვერ ჩავიბარებ. ყველა ნაბიჯი, დაწყებული აღკვეთის ღონისძიებიდან, დამთავრებული მის მიმართ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტით, უკანონოა, ის თავის დროზე უკანონოდ გააგდეს პარლამენტიდან”,- აცხადებს ადვოკატი”,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რატომ გააქტიურა პროკურატურამ აღნიშნული საკითხი დღეს, გაუგებარია.
“პროკურატურამ რატომ გააქტიურა აღნიშნული საკითხი დღეს, მაშინ როცა მათივე განცხადებაში 2 თვის წინ იყო გირაოს გადახდის თემატიკა, რა ერთკვიარიან ვადას აძლევენ, რომელი კანონმდებლობით ხელმძღვანელობენ, ჩემთვის გაუგებარია. არაფერი მიკვირს, ნიკა მელიას საქმე პირველივე დღიდან პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია, როცა პოლიტიკურად აქტიური თემაა, მაშინ ააქტიურებენ არამხოლოდ ნიკასთან მიმართებაში, არამედ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთანაც. პროცედურულად, ნიკა მელიას უნდა განუმარტონ შესაბამისი ოქმით ვალდებულებები, მათ შორის, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, რაც ჯერ არ მომხდარა. ამის შემდეგ, ვინაიდან ნიკა მელია პარლამენტის მოქმედი წევრია, 2 თვის განმავლობაში მისი განცხადების მიუხედავად, აღნიშნულ უფლებამოსილებას არ უწყვეტენ, ერთადერთი გზა, რაც პროკურატურას რჩება მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის, რომ ჯერ უნდა გააფრთხილონ ნიკა და ამის შემდეგ პარლამენტს მიმართონ.
ის პროცედურა, რაც დაახლოებით, ერთი წლის წინ ვიხილეთ, ხელახლა უნდა გაიარონ, საქართველოს პარლამენტისგან ნებართვა უნდა მიიღონ ნიკა მელიასთან მიმართებაში, რომ დაპატიმრებით სასამართლოს მიმართონ. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი სასამართლოსთვის მიმართვა. განჩინებაში ერთმნიშვნელოვნადაა აღნიშნული, რომ პროკურატურა ვალდებულია ნიკა მელიას უფლებები განუმარტოს, შეუდგინოს ოქმი”,- აცხადებს კონდახიშვილი.










