საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ცნობით, საქმე ეხება ბრალდებებს ნიკოლა სარკოზისა და მისი ადვოკატის, ტიერი ჰერცოგის მიერ ყოფილი მოსამართლის, ჟილბერტ აზიბერტის მოქრთამვის მცდელობის შესახებ.
კერძოდ, სარკოზის 2007 წლის საარჩევნო კამპანიისთვის უკანონო შემოწირულობების შესაძლო გამოყენების შესახებ მიმდინარე გამოძიებაზე ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ, ისინი მოსამართლეს მონაკოში პრესტიჟულ სამუშაოს სთავაზობდნენ.
სასამართლო პროცესი დღეს დაიწყება და სავარაუდოდ, 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი 2007-2012 წლებში ეკავა.











