ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალურ ჩოგბურთს უბრუნდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებით შეწყვეტილი ტურნირები აგვისტოდან, აშშ-ში განახლდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანიც მიიღებს.
ვაშინგტონში ტურნირი 14 აგვისტოს დაიწყება და ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა, შეჯიბრზე მსოფლიოს მე-4 ჩოგანი დანილ მედვედევი, მე-15 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი, ასევე დავიდ გოფინი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, კეი ნიშიკორი და სხვა წამყვანი ჩოგბურთელებიც ითამაშებენ. რაც შეეხება ბასილაშვილს, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს რეიტინგში ამჟამად 27-ე ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი გაიმართება, რომელიც სპორტსმენის მხრიდან მის ყოფილ ცოლზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობას ეხება.











