დოჰას ტურნირის ტრიუმფატორმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, დუბაიში ჩემპიონურად ვერ დაიწყო.
ჩვენებურმა მეჩოგნემ სასტარტო მატჩში მისთვის და ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ტეილორ ფრიცის დამარცხება ვეღარ მოახერხა. ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ბასილაშვილმა ამერიკელ ჩოგბურთელს დოჰას ტურნირის ნახევარფინალშიც აჯობა. ამჯერად კი იგივეს გაკეთება აღარ მოხერხდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი სეტი 6:4 კი მოიგო, მაგრამ შემდეგ მიჯრიდ ორი პარტია წააგო. აქედან გადამწყვეტი სეტი ტაიბრეიქზე. საბოლოოდ კი ფირცმა 4:6, 6:3, 7:6 იმარჯვა.











