“მისი ეს გადაწყვეტილება ძალიან სამწუხარო და მიუღებელია”, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ნინო ანანიაშვილის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელად დანიშვნა.
„ნებისმიერი პატრიოტისთვის, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ის ფაქტი, რომ რუსეთის რეჟიმს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ეს ფაქტი მიუღებელია“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.









