ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემა „პოლიტმეტრს“ იწყებენ. გადაცემა ეთერში კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს 21:00 საათზე გავა. პირველი გადაცემა პირდაპირ ეთერში 3 ივლისს გავა.
„ფორმულას“ მაყურებელი განახლებული საეთერო ბადის შესახებ მეტ დეტალს კვირას, 20:00 საათზე გადაცემა „დროებიდან“ შეიტყობს.
შეგახსენებთ, 12 ივნისს ტელეწამყვანებმა TV პირველი დატოვეს და ამის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს.
ასევე ნახეთ:











