fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნინოწმინდაში ტრეფიკინგისთვის დაკავებული მამა-შვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

16:06 March 17, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
838
ნახვა

დღეს, 17 მარტს, ნინოწმინდის სოფელ ეფრემოვკაში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა. ბრალდებულთა თანასოფლელები და სოფელ დიდი არაქალის მაცხოვრებლები მერიის მიმდებარედ შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ მამა-შვილი უდანაშაულოა და სამი პირი, რომელთა თქმითაც ფერმაში, მონობაში ამყოფებდნენ, იტყუება.

შეკრებილები საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრასაც ითხოვნენ, მაგრამ განუმარტეს, რომ პარლამენტის წევრები თბილისში, სხდომაზე იმყოფებოდნენ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი შსს-მ 13 მარტს გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები 2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს.

„მიიყვანეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ახლოს მდებარე საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში. გარდა ამისა, ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ, როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განესაზღვრათ.

 

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

თეგები: ტრეფიკინგი

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

პოლიციამ თბილისში ტრეფიკინგის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

July 2, 2021
768
სამართალი

პროკურატურამ არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე დ.კ-ს ბრალდება წარუდგინა

April 23, 2021
775
სამართალი

თბილისში დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან ნათესავებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

April 23, 2021
768

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია