ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს დილით 5 ბავშვი გაიყვანეს. მათ თავშესაფარი მშობლების მოთხოვნით დატოვეს.
როგორც საპატრიარქოს კომისიის წევრი ამბობს, ერთი ბავშვის გაყვანის შესახებ ხელმძღვანელობას მანამდე მიმართეს, ვიდრე პანსიონატის ირგვლივ ეს ხმაურიანი პროცესები დაიწყებოდა, ხოლო დანარჩენი ოთხი ბავშვის გაყვანა, ამ პროცესების შემდეგ მოითხოვეს.
არდადეგები მხოლოდ 15 ივნისიდან იწყება და რამდენად უკავშირდება რეალურად დღეს ბავშვების გაყვანა მხოლოდ არდადეგების პერიოდს და არა შექმნილ ვითარებას, პანსიონატის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ.
დღეს აღნიშნული 5 ბავშვის გაყვანის პროცესს კი, საპატრიარქოს კომისიის წარმომადგენელი და სოციალური მუშაკი ადევნებდნენ თვალყურს.











