სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკაშირებით, რომლის მიხედვითაც ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქო მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები.
„სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას.”, – ნათქვამია განცხადებაში.











