საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში მყოფი კიდე ორი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, დაკავებულებს დამნაშავის თანამზრახველობაში ედებათ ბრალი. ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში სულ 6 ადამიანია დაკავებული.
შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.
თავმდასხმელი, რომელიც წარმოშობით ტუნისიდანაა, პოლიციამ დაკავების დროს დაჭრა. ის საავამდყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.











