ნოემბრის შემდეგ პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთში კოვიდის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა 25 052-ს მიაღწია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 1,956,974 ადამიანი დაინფიცირდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა 48,032-ს შეადგენს.











