“ჩვენ რამდენიმე კომპრომისული შეთავაზება გავაკეთეთ. ჩვენი მხრიდან, ვადამდელი არჩევნების იდეაც, თავისთავად, კომპრომისი იყო”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ნორმალურ ვითარებაში, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და ეს არჩევნები გაუქმებულიყო. ამის შემდეგ, გავაკეთეთ კიდევ ერთი კომპრომისული შეთავაზება, – პლებისციტი ახალი არჩევნების სწრაფად ჩატარებასთან დაკავშირებით, კონკრეტული თარიღით. ასე რომ, ახლა მათი გადასაწყვეტია“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.










