ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, ერნა სულბერგის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანაში შეზღუდვები მკაცრდება.
ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 იანვრიდან 2 კვირის ვადით, რესტორნებსა და ბარებში და ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზე ალკოჰოლის გაყიდვაზე აკრძალვა წესდება.
შეკრების ლიმიტი ქვეყანაში 5 ადამიანია.











