fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნუცუბიძის ფერდობზე მეწყრულ ზონაში გერმანელი ექსპერტების ჯგუფი მუშაობს

15:37 March 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
977
ნახვა

თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაც აქტიურად ხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მერის მოადგილე მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გაეცნო და აღნიშნა, რომ საზოგადოებას კონკრეტულ ვადებთან და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს მომავალში მიაწვდის.

„დღეს უკვე ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპერტები. ჯგუფი დილიდანვე გასულია და მიმდინარეობს შესწავლის ღონისძიებები. მთელი დღის განმავლობაში, ეს ჯგუფი უნდა იყოს კონკრეტულად ამ ლოკაციაზე, მოგვიანებით კი უკვე მერიაში გვექნება შეხვედრა.  კონკრეტულ ვადებთან და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით,  დეტალურ ინფორმაციას ხვალისთვის მოგაწვდით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები, რაც ბუნებრივი პროცესია. გვინდა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტ კომპეტენტურ პირს, კომპანიების წარმომადგენლებს შევხვდეთ, ერთობლივად გამოვიტანოთ დასკვნები და ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ის კომპანია, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ადგილზე იმყოფებიან, გამოცდილია მსგავსი პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ჯგუფი იმყოფებოდა წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებული მეწყერის დროსაც და  პრევენციული ღონისძიებების განხორციელება მათი ჩართულობით მოხდა. ასევე, ეს ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული შეშელიძის ქუჩაზე არსებულ სამუშაოებში. ვინაიდან, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ხალხი კომპეტენტურია და ამ მიმართულებით, დიდი გამოცდილება აქვთ, ამიტომ მოხდა პროცესში მათი ჩართულობა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. მეწყერის შესახებ განცხადება თბილისის მერიამ 15 მარტს გაავრცელა, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა 16 მარტიდან აიკრძალა.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. დღესაც იქნება მათთან დამატებითი შეხვედრა, წინა დღეებშიც იყო. რაც შეეხება დაცულობის საკითხს, არაერთხელ გვითქვამს, რომ უშუალოდ იმ არეალში და მის მიმდებარედ, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა მიმართულებით შეიძლება ეს მეწყრული პროცესები განვითარდეს, მოსახლეობა არ ცხოვრობს. ვინაიდან, მიმდინარეობს ფაქტის არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს, ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების შემდეგ შეიტყო მერიამ ამის შესახებ, ან კიდევ უფრო უარესი, თითქოს, ვიღაცამ იცოდა და მალავდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მეწყრული პროცესები როგორც კი გააქტიურდა, იმ წუთიდანვე ვიცოდით, რადგანაც მუდმივი მონიტორინგი არსებობდა და მომავალშიც ასე იქნება. შესაბამისად, 15 მარტს გავავრცელეთ განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ მეწყერმა მიაღწია მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებისთვის საშიშ მდგომარეობას, არსებობდა გარკვეული სახის რისკები და 16 მარტიდან გზა ჩაიკეტა“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების სამუშაოები, პარალელურად კი სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.

თბილისის მერია საკითხის შესწავლისა და კვლევის თითოეული ეტაპის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ოპერატიულად უზრუნველყოფს.

თეგები: მეწყერი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ათას კუბურ მეტრზე მეტი მიწა ჩამოიშალა – მეწყერი კახეთში

September 19, 2021
819
მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა

July 18, 2021
805
მსოფლიო

ინდონეზიაში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

April 30, 2021
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია