ნუცუბიძის პლატოზე კერძო სახლში, ბარაკული ტიპის ეზოში, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროსთვის ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.











