ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს.
ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ ინფიცირების 9 323 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 7 187 და გარდაიცვალა 131 ადამიანი.











