ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ტესტირება 480 ადამიანს ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 27 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ რეგიონში პანდემიის განმავლობაში Covid-19-ით სულ 35 ადამიანი გარდაიცვალა.











