ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში,სულ კორონავირუსის 7 504 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 5 545 პაციენტი, ხოლო დაიღუპა 100 ადამიანი.











