ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი და დაინფიცირდა 58 ადამიანი.
ოკუპირებულ აფხაზეთში გასულ დღე-ღამეში ტესტი 471 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან კორონავირუსი 58-ს დაუდასტურდა.
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი, 79 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ე. წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის, აფხაზეთში, კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 11 216-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების 8992-მდე, გარდაცვლილია 160 პირი.
სად რა დაიშვება და რა რჩება აკრძალული – შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა დეტალურად ერთ სტატიაში
ავტორი: თეა შონია











