ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხზეთში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით 81 ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 3 678 პაციენტი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 5 883-ს შეადგენს.











