ე.წ საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 55-ს შეადგენს. ვირუსს ემსხვერპლნენ ორი 70 წლის და 73 წლის მამაკაცები, ასევე 77 წლის ქალი.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 4772 ინფიცირებულია. გამოჯანმრთელდა 2929 პაციენტი.
ავტორი: თეა შონია











