ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 82 ადამიანი კორონავირუსის დიაგნოზითაა მოთავსებული. 27 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 24 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 563 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 111 პაციენტი, 6 746 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.











