ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას აფხაზური მედია ე.წ. საგანგებო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილები არიან ორი, 90-90 წლის მამაკაცები და 65 წლის ქალი.
მათ ორმხრივი პნევმონია და თანმდევი დაავადებები ჰქონდათ.
სულ აფხაზეთში კორონავირუსით 50 მოქალაქეა გარდაცვლილი.
ამასთან, გამოვლინდა კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა. სულ დადასტურებულია 4649 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2500 მოქალაქე.
ავტორი: თეა შონია











