ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 491 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 127-ს ინფექცია აღმოაჩნდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 101 ადამიანი მკურნალობს, მათგან 91-ს კორონავირუსის დიაგნოზი უკვე დაუსვეს. სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 36 პაციენტი, გაგრის საავადმყოფოში – 33, ოჩამჩირეს საავადმყოფოში – 26, ტყვარჩელის საავადმყოფოში კი 15 პაციენტი მკურნალობს. კიდევ 53 კოვიდინფიცირებული სოხუმის რუსულ სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.











