ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „სპუტნიკის” პირველი პარტია ჩაიტანეს.
ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საუბარი 6500 დოზას ეხება.
მათივე ცნობით, ეს შესაძლებელი გახდა ასლან ბჟანიას მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩასვლის შემდეგ, სადაც ამ საკითხზე შეთანხმება შედგა.
აფხაზეთს რუსული ვაქცინა ჯერ კიდევ მარტის ბოლოს უნდა მიეღო.
მანამდე, რუსულმა სააგენტო “რესმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სპუტნიკით” აფხაზეთსა და ცხინვალში მხოლოდ რუხი სამხედროები და მათი ოჯახის წევრებიც აიცრნენ.
თბილისმა შესთავაზა ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა, რაზეც უარი მიიღო.
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ რუხში უკვე მოქმედებს ამცრელი კაბინეტი, სადაც ვაქცინაცია ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოსულებსაც შეუძლიათ.
ავტორი: თეა შონია











