ეს არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მორიგი პიარკამპანია, – ასე აფასებენ სოხუმში თბილისის შეთავაზებას, რომ მზად არიან ვაქცინაციის პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებიც ჩართონ.
ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი არ საჭიროებენ საქართველოს და მისი მისი მთავრობის დახმარებას. მეტიც, მათივე თქმით, მოსახლეობა დახმარებას ვაქციაციის კუთხით “მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი”, რუსეთის ფედერაცია გაუწევს.
ისინი გეგმავენ რუსეთში წარმოებული ერთ-ერთი ვაქცინით აცრან მოსახლეობა.
სოხუმი ამბობს, რომ რუსული ვაქცინის ეფექტურობა პრაქტიკამ უკვე უჩვენა. რაც შეეხება ქართული მხარის წინადადებას, მათი განმარტებით, მის გადახედვას არც აპირებენ.
“ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნებში წარმოებული ვაქცინის მიღებას”, – აცხადებს სოხუმი.
სოხუმის მსგავსად,ასევე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი თბილისის შეთავაზებაზე ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვის შესახებ უარს ამბობს.
როგორც ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსის სიტუაცია და ვაქცინაცია კონტროლის ქვეშაა. ამასთან, თბილისის შეთავაზებას მათ “საგარეო ჩარევა” უწოდეს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის ჩასატარებლად რეგისტრაცია სავალდებულო არ იქნება.
მათ შესაბამისი დოკუმენტაცის წარდგენის შემთხვევაში აცრის შესაძლებლობა ექნებათ.
ავტორი: თეა შონია











