ახმეტაში, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ზურაბ ზვიადაურს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი ახმეტის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში შეყვანილია მეორე პირიც, თუმცა დეტალები ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
ზურაბ ზვიადაური 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს და ის გარემოს დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ავტორი:ხათუნა გულიაშვილი











