„ჩვენ ახლა მეორე ტალღასთან არ გვაქვს საქმე, ეპიდემია გრძელდება. ზოგი პატივს არ სცემს წესებს, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვეშვათ“, – ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიერ ვერანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისი განცხადებით, მთავრობას ჯერჯერობით მკაცრი კარანტინის ხელახლა დაწესება არ სურს.
„ჩვენ გვსურს, თავიდან ავირიდოთ მკაცრი კარანტინის წესების ხელმეორედ შემოღება. სიტუაციას თითოეული შემთხვევების მიხედვით ვაფასებთ, ომი არ დასრულებულა, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ამ ვირუსთან თანაცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს“, – აღნიშნა ვერანმა.











