სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალური ბაქოს პროვოკაციული ნაბიჯები და მაქსიმალისტური მისწრაფებები სომხეთს ახალ საფრთხეს უქმნის.
მისივე თქმით, სომხეთი მხარს უჭერს ორივე მხარის სამხედრო დანაყოფების ერთდროულად გაყვანას და რეგიონში რუსი სამხედროებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ სწორედ ამან შეიძლება შექმნას საჭირო პირობა საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციისთვის.











