„21 ნოემბერს არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობას ამ გაყალბებულ არჩევნებში“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ლელოს ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„21 ნოემბერს არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობას ამ გაყალბებულ არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით მეორე ტურში გასული ყველა კანდიდატი ბიულეტენში დახვდება. მაგრამ ჩვენი ერთობლივი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურებში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩვენების მეორე ტური გაიმართება.











