სომხეთის ოპოზიციური ძალები პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, თანამდებობის დატოვებისთვის ვადას 8 დეკემბრამდე აძლევს.
ოპოზიციის წევრთა განცხადებით, თუ ფაშიანიანი ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, საპროტესტო გამოსვლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ.











