ოპოზიციამ საპროტესტო აქციები გააუქმა, სამოქმედო გეგმას კი ხვალ, 12:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან გამოაცხადებს.
ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.
დღეს ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებს სხვა ფორმა უნდა მისცენ.
„ბევრი მოსაზრება გვაქვს და ახალი ფორმატები უნდა იყოს, რომ ერთი და იგივე, მოყირჭებული თემები არ ვაკეთოთ. ვფიქრობ, მარტის ბოლომდე არის ვადა და შეიძლება ბევრი რამ შემოტრიალდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.











