კიდევ ერთი სხდომა იქნება, თუმცა ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილებაა. განსხვავებული აზრები, რა თქმა უდნა, არსებობს, მაგრამ უმრავლესობის განწყობაა, რომ შეუწყდეთ მანდატები. მყარი არგუმენტი გვაქვს, მათ ეს სურთ. ცოტა რთულია მათი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჯერ სხვაგვარი გადაწყვეტილება უმრავლესობაში არ არის ჩამოყალიბებული. კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, ვერავის მივცემ იმის გარანტიას, რომ მათ არ შეუწყდებათ უფლებამოსილება. როგორც ჩანს, ამაზე ძალიან ნერვიულობენ, ძალიან განიცდიან, სინამდვილეშიც ასეა. არა მხოლოდ ვარაუდის, არამედ ინფორმაციის დონეზეც შეგვიძლია ეს გითხრათ. თუ ასე ნერვიულობენ, გაბრაზებული პათოსით საუბარს თავი დაანებონ. ჯობს გაიტანონ განცხადებები, შეცვალონ პოზიცია და ეს იქნება გარანტია, რომ არ შეუწყდებათ მანდატები. გუნდური, ერთობლივი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ერთი სხდომა დარჩა ამ კენჭისყრამდე და რაიმეს შეცვლის გარანტიას ვერავის მივცემ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











