„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი, შალვვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის საგანი ამომრჩეველთა ნების შეცვლა ვერ იქნება. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც ჩანს, რაშიც არ გვეთანხმებიან ჩვენი ოპონენტები, ისაა, რამდენად სწორად აისახა ამორჩეველთა ნება და სწორეად ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავმართოთ დიალოგი და შევეცადოთ დავარწმუნოთ, რომ ამ ციფრებში ეჭვის შეტანა ზედმეტია. 2 მლნ-მდე ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა პანდემიის პირობებში და ამას პატივი უნდა ვცეთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია პარლამენტში მანდატებზე უარს ამბობს. ხელისუფლებასთან დიალოგს კი სამი პირობის შემთხვევაში თანსმხდება, ესენია: ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლიდან დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.











