აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ამნისტიის კანონპროექტი დაპირისპირებას მხარეებს შორის კიდევ უფრო ამძაფრებს.
„შეთანხმების დოკუმენტი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, კონკრეტულად ამნისტიასთან მიმართებაში. ცნობილია ის ძირითადი მიზანი, რასაც უნდა ემსახურებოდეს ეს პროექტი და მიზანი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების გახლეჩვა, დაპირისპირება დასრულდეს. ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ დაპირისპირებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.











