პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა პირდაპირ ეთერში მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირებას ეხმაურება.
როგროც კუჭავა ამბობს, ოპოზიციის ერთობა მხოლოდ მოჩვენებითია.
„ოპოზიცია დიდი ხანია ერთიანობის ჩვენებას ცდილობს, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს არის მოჩვენებითი ერთიანობა.
რეალურად ჩვენ გვესმის მათთვის მნიშვნელოვანი გზავნილები იმის შესახებ, რომ კუთვნილი მანდატები მიიღონ და ქუჩის მაგივრად, პარლამენტში გასწიონ ოპონირება. ამას ზოგო ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი – არა, რაც დაძაბულობის მიზეზს წარმოადგენს. რეალურად საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია ერთიანი არ არის“, – განაცხადა კუჭავამ.
ცნობისთვის, „ლელო საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.











